იოკოჰამას ჩელენჯერი - ბასილაშვილი ძირითად ბადეშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი კობეს ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, კვლავ იაპონიაში რჩება და ამჯერად იოკოჰამას ჩელენჯერზე კვალიფიკაციის გარეშე ძირითად ბადეში ითამაშებს.
ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 1/16 ფინალში ხორვატი მატეი დოდიჯი იქნება, რომელიც ამ მომენტისთვის ATP რეიტინგში 269-ე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, იოკოჰამას ჩელენჯერზე პირველად ნომრად მატია ბელუჩია განთესილი, რომელიც 104-ე ჩოგანი გახლავთ.
ტურნირის საპრიზო ფონდი 82 000 დოლარი გახლავთ. გამარჯვებული კი 75 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დოდიჯის დაპირისპირება 18 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 09:30-დან დაიწყება.