ჯონ ჯონსი, სტიპე მიოჩიჩი
Aa
Aa

მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა - ჯონ ჯონსის დიდებული გამარჯვება

UFC 309-ზე მორიგი გამორჩეული ბრძოლა გაიმართა. ლეგენდარული ჯონ ჯონსი სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდა და ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა 3 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ჯონსი გამუდმებით აქტიურობდა. მესამე რაუნდის მიწურულს კი დიდებულმა ჯონსმა საოცარი დარტყმებით მიოჩიჩი გათიშა. ამ გამარჯვებით, ჯონმა მძიმე წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ, სტიპე მიოჩიჩმა კარიერის დასრულების შესახებ ამცნო გულშემატკივრებს.

„მე დავასრულე, მეტი აღარ შემიძლია“ - განაცხადა მიოჩიჩმა

ჯონსის კომენტარი კი ასეთი იყო:

„ის ნამდვილად რთულად დასამარცხებელი მებრძოლია. ბევრის გაძლება შეუძლია. ეს იყო ბრძოლა ტერმინატორის წინააღმდეგ, მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, მე ეს მოვახერხე. მიოჩიჩი სახეში დარტყმებს ყველაზე მარტივად იტანს. ჩემი გეგმა სხეულის დაზიანება იყო და ღვიძლში სწორედ ამიტომ ვურტყამდი.

ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. დენასთან და ჰანტერთან გარკვეული საუბარი მექნება და ხალხს იმას მივცემთ, რაც სურთ.“

ამ გამარჯვებით, ჯონსმა საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი შვილები აღარ ახსენო“ - ჯონსმა მიოჩიჩს ხელი არ ჩამოართვა
„ჩემი შვილები აღარ ახსენო“ - ჯონსმა მიოჩიჩს ხელი არ ჩამოართვა