შერმადინის 17 ქულა 23 წუთში - ტენერიფემ მანრესას მოუგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ტენერიფემ მანრესას უმასპინძლა და 94:86 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა, რომელმაც პარკეტზე 22 წუთი და 47 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 17 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ ჰუერტასს ჰქონდა - 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 გადაცემა.
გიორგიმ 5-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. ასევე მან 7 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და შვიდივე ზუსტი აღმოჩნდა. 4 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ტენერიფეს 12 ქულა დაუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი უნიკახას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
???? ¡Suma y sigue! ¡Sexta victoria liguera en siete partidos!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) November 16, 2024
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/813CdUCkzW