14 ქულა - მამუკელაშვილის მაგარი მატჩი დალასთან
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სან ანტონიო სპურსი დალასს ესტუმრა და 83:110 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 17 წუთი და 8 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულას, 6 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
სანდრომ 6-ჯერ სცადა 3-ქულიანის სროლა, მაგრამ ზუსტი ორი აღმოჩნდა. ერთხელ ისროლა 2-ქულიანი და ჩააგდო. საჯარიმო ტყორცნებში კი 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა - 6/6. მამუკელაშვილმა 6 მოხსნიდან ექვსივე საკუთარ ფარზე შეასრულა.
ცნობისთვის, დაფიქსირებული სტატისტიკით, 25 წლის ქართველი სპურსის რიგებში მეორე იყო. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ზაკ კოლინსმა დააფიქსირა - 20 ქულა, 6 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ სპურსი ზედიზედ მეორედ დამარცხდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იკავებს. შემდეგ ტურში, სან ანტონიო ოკლაჰომას უმასპინძლებს.