ანატოლი ტრუბინი
Aa
Aa

ტრუბინი: “საქართველოს ბევრი სახიფათო მომენტი არ ჰქონდა“

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველომ უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, სტუმართა გუნდის მეკარემ ანატოლი ტრუბინმა კომენტარი გააკეთა.

ტრუბინი:

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო ხშირად ვთამაშობდით ბურთის გარეშე. საქართველოს ბევრი სახიფათო მომენტი არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, შეტევაში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. გულშემატკივრების აქტიურობა მოულოდნელი არ იყო და ეს წინასწარ გააზრებული გვქონდა. ამისთვის მზად ვიყავით.

როდესაც სახლში თამაშობ, მით უფრო მეტი ადამიანი გაძლიერებს. რა თქმა უნდა, მაშინაც კი, თუ სწრაფ გოლს უშვებ, ტრიბუნებიდან მხარს გიჭერენ და წინ წასვლისკენ გიბიძგებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე საკვანძო ფაქტორი იყო. სატურნირო ცხრილი? სიმართლე გითხრათ, ამაზე არ გვიფიქრია. ჩვენ ახლა მხოლოდ ალბანეთის დასამარცხებლად მოვემზადებით და ვნახავთ რა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ჯვაროსნებს 7 ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ბოლო ტურში, ვილი სანიოლის შეგირდები ჩეხეთს ესტუმრებიან. აღნიშნული დაპირისპირება 19 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის უბრალოდ მხეცია“ - ესპანური პრესა მამარდას ორმაგ მოგერიებაზე
„ის უბრალოდ მხეცია“ - ესპანური პრესა მამარდას ორმაგ მოგერიებაზე