ფრე ალბანეთი-ჩეხეთის მატჩში | საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა
ერთა ლიგის B1 ჯგუფში, საქართველო-უკრაინის მატჩთან ერთად მეხუტე ტურში ერთმანეთს ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები შეხვდნენ.
ტირანაში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, შესაბამისად, ჩეხეთმა ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ამრიგად, ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
შესაბამისად, დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ჩეხეთთან სტუმრად მოგება დასჭირდება, ამავდროულად მნიშვნელობა ექნება იმასაც, თუ როგორ დასრულდება ალბანეთი-უკრაინის მატჩიც.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და ალბანეთი ჯგუფს 10-10 ქულით დაასრულებენ, მხედველობაში იქნება მიღებული ურთიერთშეხვედრები, შემდეგ კი ბურთების თანაფარდობა.