უკრაინული მედია: “ბათუმში უკრაინის მზე ჩაესვენა“
Aa
Aa

უკრაინული მედია: “ბათუმში უკრაინის მზე ჩაესვენა“

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველომ უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, უკრაინულმა მედიამ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.

Sport.ua:

„ბათუმში უკრაინის მზე ჩაესვენა. უკრაინამ საქართველო ვერ დაამარცხა. ჯვაროსნები წინა წაგების გამო შურისძიებას აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. სანიოლის ფეხბურთელები აქტიურად ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას, მაგრამ უკრაინა პირველ ტაიმში ყველაფერს კარგად უმკლავდებოდა. მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და საქართველო გადაარჩინა.“

Football24.ua

„ფრე საქართველოსთან. უკრაინის ჯგუფიდან გასვლის შანსი ჩვენს თვალწინ დნება. რებროვმა ვერავინ გააკვირვა. ქართველებმა ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. საქართველო გამარჯვებას ცდილობდა, ხვიჩამ კი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მოედანი ძლიერმა წვიმამ დატბორა. პოზნანში წაგება ცუდ მოედანს დააბრალეს და საინტერესოა, ახლა ქართველები საკუთარ პრობლემებს რას დააბრალებენ. უკრაინამ პირველ მატჩში განხორციელებული პრაგმატული სცენარი ისევ გაიმეორა.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ჯვაროსნებს 7 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ბოლო ტურში, ვილი სანიოლის შეგირდები ჩეხეთს ესტუმრებიან. აღნიშნული დაპირისპირება 19 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

კვერკველიას ავტოგოლი

მიქაუტაძის გოლი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველომ მასპინძლის ფაქტორი ბოლომდე გამოიყენა“ - რებროვი
„საქართველომ მასპინძლის ფაქტორი ბოლომდე გამოიყენა“ - რებროვი