U19: 5-გოლიანი დრამა და დასანანი მარცხი ნორვეგიასთან
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ნორვეგიასთან დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
მეორე ტურს ორივე ნაკრები 3-3 ქულით შეხვდა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული პირველი ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა.
პირველი ტაიმი სკანდინავიელების უპირატესობით წარიმართა და 2:0 დასრულდა. 23-ე წუთზე ტროი ნიუჰამერმა გაიტანა. 39-ე წუთზე კი კარსტენ ეკორნესმა უპირატესობა სოლიდური გახადა.
მეორე ტაიმში ლაშა ფირცხალაიშვილმა ცვლილებები განახორციელა. ლუკა წულაია და ალექსანდრე ამისულაშვილი შეცვალა, მათ ნაცვლად კი გიორგი გვასალია და ამირან ცეხელაშვილი შეიყვანა. ამ ცვლილებების შემდეგ, თამაშის სცენარი შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის შემოტრიალება სცადა.
48-ე წუთზე ვახტანგ სალიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 76-ე წუთზე გიორგი გოგსაძემ 2:2 გახადა.
ბოლო წუთებზე სამწუხაროდ ნორვეგიელებმა წინ გასვლა კვლავ შეძლეს. 86-ე წუთზე იესპერ რეიტან-სუნდემ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
???????? Norge G18 vinner på tampen igjen, og FOR en goal av Jesper Reitan-Sunde! Rosenborg-spilleren noterte seg også for en assist.
— Robin Haugen (@RobinHaugen2) November 16, 2024
Troy Nyhammer (Haugesund) og Karsten Ekorness (Stabæk) de to andre målscorerne. Norge med et langt steg mot Eliterunden med best mulig seeding. pic.twitter.com/e1VJXV3eWa
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ბოლო ტურის შეხვედრას 19 ნოემბერს ესტონეთთან გამართავს (21:00).