ჟიულ კუნდე, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ეს გუნდელების უპატივცემულობაა“ - ვარჯიშებზე მხოლოდ კუნდე იგვიანებს

ჰანსი ფლიკის მკაცრი რეჟიმის შესახებ უკვე კარგად არის ცნობილი. „ბარსელონაში“ დანიშვნის პირველივე დღიდანვე გერმანელმა მყარი წესრიგი დაამყარა. განსაკუთრებით ეს პუნქტუალურობის შესახებ ითქმის.

ამ თემასთან დაკავშირებით, ესპანური As-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვარჯიშზე დაგვიანების გამო, დღემდე მხოლოდ ჟიულ კუნდეა დასჯილი, რადგან ეს ყოველ ჯერზე მხოლოდ მას მოსდის.

ფლიკმა ამ მიზეზით კუნდე სასტარტო შემადგენლობის მიღმა 3-ჯერ დატოვა. კუნდეს ვერც მისმა სტატუსმა უშველა.

პირველად ეს მოხდა წინასასეზონო ვარჯიშის დროს. კუნდე მატჩის წინა ვარჯიშზე 4 წუთით გვიან გამოცხადდა. ფლიკი ამით უკმაყოფილო დარჩა.

„დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ იქნები", - უთხრა გერმანელმა.

„ალავესთან“ მატჩის წინ კუნდემ ისევ დააგვიანა, ამჯერად 2 ​​წუთით.

„დაგვიანება, თუნდაც ერთი წუთით, ეს თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობაა. წესები იცით“, - განუცხადა ფლიკმა კუნდეს. შედეგად, ფრანგმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

მესამე შემთხვევა „ესპანიოლთან“ დერბის წინ მოხდა. კუნდემ ისევ ერთი წუთით დაიგვიანა და ფლიკმა უთხრა: „როდესაც მე ვსაუბრობ და ვამბობ 13:30-ს, ეს არ არის არც 13:29 და არც 13:31."

ფლიკის პუნქტუალურობა გუნდში ხუმრობის წყაროდ იქცა, ფეხბურთელები ცდილობენ არ დააგვიანონ და ფსონების დადებაც კი დაიწყეს, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელის შემდეგი „მსხვერპლი“.

„ ეს მაშინებს, მართლა მაშინებს..." - თქვა მარკ კასადომ ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემჩენკო: უკრაინა ფავორიტია, რებროვმა იცის საქართველოს როგორ მოუგოს
დემჩენკო: უკრაინა ფავორიტია, რებროვმა იცის საქართველოს როგორ მოუგოს