ანდრია ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის დროებითი სასჯელი - რა მოხდა სინამდვილეში

საქართველოს ნაკრების წყალბურთელს ანდრია ბითაძეს დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო, თამაში დროებით აეკრძალა. იტალიის სერია A-ს კლუბ „ორტიჯა სირაკუზის“ ქართველი ლეგიონერის სისხლში აკრძალული პრეპარატის კლოსტებოლის კვალი აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყნის ანტიდოპინგურმა სააგენტომ, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდება, სერია A-ს სადისციპლინო კომისიას წყალბურთელის დროებითი დისკვალიფიკაციის რეკომენდაციით მიმართა.

საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, Crystalsport-ი წყალბურთელის მამას, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე ბითაძეს დაუკავშირდა და მან ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა.

ალექსანდრე ბითაძე

ვადასტურებ, რომ ანდრიას თამაში დროებით აუკრძალეს, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მას ფეხის სოკოს დაავადება აწუხებდა და ერთ-ერთ აფთიაქში მალამო შეიძინა, სადაც არ გააფრთხილეს, რომ ეს პრეპარატი აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი უნებლიედ, გაუფრთხილებლობით მოხდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ანდრია არ დაისჯება და დროებით დისკვალიფიკაციასაც მალე მოუხსნიან. ორშაბათიდან საქმეში იურისტებიც ჩაერთვებიან და უფრო მეტი დეტალი ამის შემდეგ მეცოდინება.

ანდრია ბითაძეს სხვადასხვა წლებში „იადრანში“, „ბარსელონაში“, „ვის ნოვაში“, „ცრვენა ზვეზდაში“, „დინამო თბილისსა“ და „პანიონიოსში“ უთამაშია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი 2021 წელს მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა
სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა