იგორ ბელანოვი
Aa
Aa

შანსები თანაბარია - ოქროს ბურთის მფლობელი საქართველო - უკრაინაზე

სხვადასხვა უცხოური სპორტული გამოცემები საქართველო - უკრაინის მოახლოებული მატჩის შესახებ აზრს უამრავ ვეტერან ფეხბურთელს ეკითხებიან და მათ შორის მოხვდა 1986 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი იგორ ბელანოვი, რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია უკრაინაში ცხოვრობს და ფეხბურთს თვალს სისტემატურად ადევნებს.

რას ამბობს მატჩზე

ჩემი სურვილია ლამაზი თამაში ვიხილო და უძლიერესმა გაიმარჯვოს. მიყვარს და ვაფასებ საქართველოს, მაგრამ უკრაინის ნაკრებს გამარჯვება შეუძლია. თუ თავდასხმაში გაგვიჭირდება, შემიძლია შეცვლაზე შევიდე (იცინის).

კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ქართულ ფეხბურთს მთელ ევროპაში აფასებდნენ. „სკაში“, „ჩერნომორეცსა“ და კიევის „დინამოში“ ასპარეზობისას, თბილისის „დინამოსა“ და ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არაერთხელ მომიწია თამაში, რამდენიმე მათგანი კი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელი იყო.

ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ჩელებაძე, რამაზ შენგელია - ბევრი მახსოვს და ყველა უმაღლესი დონის მოთამაშე იყო.

შანსები საქართველო - უკრაინის შეხვედრაში თანაბარია. უამრავი უკრაინელი ფეხბურთელი გამოდის წამყვან ევროპულ კლუბში, უკანასკნელ წლებში კი ქართველი მოთამაშეებიც კარგად გამოჩნდნენ. ძალიან მინდა ორივეს ეს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ვიხილო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, იგორ ბელანოვის კარიერაში მთავარი მიღწევა 1986 წელს „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული პრიზის მოგება გახლდათ, ამავე წელს კი ის უეფას თასების მფლობელთა თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემჩენკო: უკრაინა ფავორიტია, რებროვმა იცის საქართველოს როგორ მოუგოს
დემჩენკო: უკრაინა ფავორიტია, რებროვმა იცის საქართველოს როგორ მოუგოს