ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

რა მოხდება ზაფხულში - ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო

„ნაპოლიდან“ „გალათასარაიში“ იჯარის წესით გადასული ვიქტორ ოსიმენი სტამბოლურ კლუბს არაჩვეულებრივად მოერგო და გოლი გოლზე გააქვს, რის გამოც როგორც გუნდის შეფები, ასევე თავად ნიგერიელი ფორვარდი კმაყოფილები არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მათი თანამშრომლობა გაგრძელდება.

გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ცნობით, ოსიმენი „გალათასარაიში“ თანაგუნდელთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან მეგობრობს, მისი ოჯახის წევრებს თურქეთის დედაქალაქში ცხოვრება ძალიან მოსწონთ და შესაბამისად, უახლოეს მომავალში ნეაპოლურ კლუბთან მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

მართალია, გასულ ზაფხულს აურელიო დე ლაურენტისმა აფრიკელი 120 მილიონ ევროდაც არ დათმო, თუმცა რაც უფრო ნაკლები დრო რჩება პარტენოპეისთან 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე, ფასიც მცირდება და შესაბამისად, „გალას“ იმედი აქვს, რომ ვიქტორის გამოსყიდვას მომავალ ზაფხულს 75 მილიონადაც მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 9 შეხვედრაში ოსიმენმა თავი 8 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რვიდან ექვსი ბურთი მან თურქეთის ჩემპიონატში გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჩირო იმობილეს (ბეშიქთაში, 8 გოლი) და ედინ ჯეკოს (ფენერბაჰჩე, 7) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი მილანში, ლეაუ ნაპოლიში? / რაზე ისაუბრეს ზლატანმა და მანამ
ოსიმენი მილანში, ლეაუ ნაპოლიში? / რაზე ისაუბრეს ზლატანმა და მანამ