მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი
Aa
Aa

მასთან ჩხუბი მსურს - ჰოლიფილდის გამოწვევა ტაისონს

19-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნებამ როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ის ყოფილ იუთუბერს და ამჟამინდელ მოკრივეს ჯეიკ პოლს დაუპირისპირდა და 8-რაუნდიან ბრძოლაში არბიტრების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ბრძოლას ცოცხლად თვალი 70 ათასმა ადამიანმა ადევნა და ბილეთების გაყიდვიდან ორგანიზატორებმა 17,8 მილიონი დოლარი იშოვეს, რაც ტეხასის შტატში გამართულ საკრივო ღონისძიებებს თუ ავიღებთ, სარეკორდო შემოსავალია. აქამდე ამ მხრივ გამორჩეული არლინგტონში ჩატარებული საულ ალვარესისა და ბილი ჯო სანდერსის დაპირისპირება იყო, რომელმაც გუშინდელ ჩხუბზე თითქმის ორჯერ ნაკლები, 9-მილიონიანი დივიდენდები მოიტანა.

ტაისონის კარიერაში განსაკუთრებული მტკივნეული ევანდერ ჰოლიფილდთან განცდილი მარცხებია და ამ უკანასკნელმა „რკინის მაიკი“ გუშინდელი წაგების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოიწვია და აღნიშნა, რომ მზადაა მასთან რიგით მესამე ორთაბრძოლა გამართოს.

ორი ლეგენდარული მოკრივის ჩხუბი 1996 და 1997 წელს შედგა და თუ პირველ შემთხვევაში ჰოლიფილდმა მოწინააღმდეგეს 11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით აჯობა, ერთი წლის შემდეგ ტაისონი მეტოქისთვის ყურზე კბენის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს და წაგება ჩაუთვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები | Daily Mail-ის რეიტინგი
ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები | Daily Mail-ის რეიტინგი