ამერიკელი დამარცხებულია - ჭუმბურიძე სატიტულო ბრძოლას მიიღებს
ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთი დიდი წარმატება შერეულ ორთაბრძოლებში. MMA-ს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია „იულია ფაიბერის“ ეგიდით გამართულ A1 Combat-ის ქვესაშუალო წონაში ვახტანგ ჭუმბურიძემ როგორც ადგილზე მისული, ასევე მილიონობით ტელეაუდიტორიის წინაშე მორიგი შოუ დადგა და გამარჯვება ბრწყინვალე სტილში მოიპოვა.
ჭუმბურიძემ ამერიკელი ოსეიომონ ოიემჰონლანი დაამარცხა, რის შემდეგაც სატიტულო ბრძოლაზე ჩხუბი საბოლოოდ გაინაღდა. მისი მეტოქის და შეხვედრის თარიღის შესახებ კი, ორგანიზაციის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში გააკეთებენ განცხადებას. ამ ორგანიზაციაში ოიემჰონლანთან გამარჯვებამდე, ვახომ ერთი ბრძოლა ივლისში უკვე ჩაატარა და მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ MMA-ში ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანას საოცარი შედეგები აქვს და ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში საჩემპიონო ქამარს სუპერმსუბუქ და ქვემსუბუქ წონით დივიზიონებში ქართველი სპორტსმენები, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია ფლობენ.