ლუის დიასი, მარსელო ბიელსა, დარვინ ნუნესი, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები, კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გიჟური მატჩი! გოლები 96-ე და 111-ე წუთებზე - ურუგვაიმ კოლუმბია დაამარცხა

გამთენიისას სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

პერუ ჩილე 0:0 დასრულდა, აი მეორე მატჩმა კი გაცემული ავანსები და მოლოდინები გადაჭარბებით გაამართლა. ურუგვაიმ მონტევიდეოში „ესტადიო სენტენარიოზე“ კოლუმბიას უმასპინძლა და ზედრამატულ ბრძოლაში 3:2 მოიგო.

ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა და სამი ქულა ორივეს სურდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 31-ე წუთზე ხუან კინტერომ მარცხენა ფლანგიდან სტანდარტული შეასრულა. ყველა ელოდა, რომ ჩააწოდებდა, თუმცა ბურთი კარისკენ მოჭრა და მახვილგონივრული ჯარიმა გაიტანა.

სტუმრებმა ტაიმი მოიგეს, მეორე ნახევრიდან კი ურუგვაიმ უპირატესობა მოიპოვა. 57-ე წუთზე დევინსონ სანჩესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. აქედან 3 წუთში როდრიგო აგირემ „ლა სელესტე“ წინ გაიყვანა და გოლი ემოციურად აღნიშნა.

ამის შემდეგ, დარჩენილ ნახევარ საათში გუნდებმა იბრძოლეს, მაგრამ გოლები არ გაუტანიათ. ყველაფერი მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოხდა. არბიტრმა მატჩს 12 წუთი დაამატა. 96-ე წუთზე მოხიკას პასით კარლეს ანდრეს გომესმა წონასწორობა აღადგინა და ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა, თუმცა 101-ე წუთზე ფაკუნდო პელისტრის პასის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საყრდენმა მანუელ უგარტემ სამი ქულის მომტანი დარტყმა შეასრულა და ტრიბუნები ლამის ჩამოინგრა!

ამ გამარჯვების შემდეგ, მარსელო ბიელსას ნაკრებმა 19 ქულა მოაგროვა და კოლუმბიას გაუთანაბრდა, რომლებთან ერთადაც მეორე პოზიციას იყოფენ. პირველ ადგილზე კი 22 ქულით არგენტინაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უეფას ვერდიქტის მოლოდინში - კოსოვომ მატჩი შეწყვიტა
უეფას ვერდიქტის მოლოდინში - კოსოვომ მატჩი შეწყვიტა