რონალდუმ რამოსს აჯობა - პორტუგალიელის სარეკორდო დღე
პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის I ჯგუფი გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო და ბოლო ტურში სტუმრად ხორვატებთან გასამართი მატჩი ნამდვილ ფორმალობად აქცია. ლუზიტანებმა საკუთარ სტადიონზე ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკის გარეშე მოთამაშე პოლონეთის ნაკრები 5:1 დაამარცხეს, მათმა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ კი მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და 2 გოლს, 1 საგოლე პასიც მიუმატა.
39 წლის ვარსკვლავმა ერთ შემთხვევაში ეფექტური მაკრატელათი გაიტანა, ერთხელ პენალტის ნიშნულიდან, ხოლო ასისტენტობა 83-ე წუთზე პედრო ნეტუს გაუწია. სანაკრებო დონეზე რონალდუსთვის ეს რიგით 132-ე გამარჯვება იყო, რითაც ყოფილ თანაკლუბელ სერხიო რამოსს (131) აჯობა და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. კრიშტიანუ ასევე პირველზეა ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების (135) და ჩატარებული მატჩების რაოდენობით (217), მისი უახლოესი მდევარი კი ბურთების რაოდენობით ამ შემთხვევაშიც ლიონელ მესია (112).
ცნობისათვის, ყველა ტურნირზე ოფიციალურ მატჩებში პოლონელების კარში გატანილი ბურთები კრიშტიანუსთვის 909-ე და 910-ე იყო, ხოლო კარიერაში შესრულებული 200 პენალტიდან 169 აქვს რეალიზებული.