ხვიჩა კვარაცხელია, ჰანსი ფლიკი, მამუკა ჯუღელი, დეკუ
Aa
Aa

ფლიკმა გარემარბი მოითხოვა - ზაფხულში კვარაზე გადამწყვეტ იერიშს მიიტანენ

„ბარსელონასა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უკვე ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა. კატალონიელებს ქართველის მიმართ მართლაც სერიოზული ინტერესი აქვთ და ჟოან ლაპორტა ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

ამჯერად, კიდევ ერთი ცნობილი იტალიური ვებ გვერდი La Repubblica წერს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი პირადად ჰანსი ფლიკსაც აქვს, რომელიც კლუბს ფლანგის შემტევის შეძენას ავალებს და და სპორტული დირექტორი დეკუც პირველ რიგში სწორედ კვარას გარემოცვას დაუკავშირდა.

„კატალონიაში ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია. ბარსას სისუსტეს კვარას მახასიათებლები წარმოადგენს. კლუბი ქართველ გარემარბს დიდ პატივს სცემს და ზაფხულში გადამწყვეტი იერიშის მიტანას აპირებს. ისინი ტრანსფერს 80 მილიონ ევროდ აფასებენ. სწორედ ამ თანხას ითხოვდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლები ნაპოლისგან, რომ მათ ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად ჩაეწერათ.

ამ შემთხვევაში კვარა და ბარსა ერთმანეთს ემთხვევიან. ორივე ერთსა და იმავე ოდენობის თანხაზე აკეთებს აქცენტს. ეს არის დამთხვევა, რომელმაც შესაძლოა გამოავლინოს ბარსელონას ოფიციალური შეთავაზება. კატალონიელები 2025/26 წლების სეზონისთვის ორი ფორვარდის დამატებას განიხილავენ, რომ ახალი ციკლი დაიწყონ.

ცხადია ყველაფერი მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ ბარსელონას ჰიპოთეზა დამაჯერებელია: ფლიკმა, რომელმაც გუნდს სეზონი ბრწყინვალედ დააწყებინა, მოითხოვა კიდევ ერთი ფლანგის შემტევი, რათა გუნდში ალტერნატივა და კონკურენცია გაიზარდოს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა პარაგვაიში დამარცხა, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო
არგენტინა პარაგვაიში დამარცხა, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო