რუმინეთის ნაკრები, კოსოვოს ნაკრები
Aa
Aa

უეფას ვერდიქტის მოლოდინში - კოსოვომ მატჩი შეწყვიტა

ბუქარესტში გამართული რუმინეთი - კოსოვოს ერთა ლიგის მატჩი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეჩერდა, რისი მიზეზიც ადგილობრივი ფანების საქციელი იყო. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას, როდესაც ფეხბურთელები სიტყვიერად შელაპარაკდნენ, რუმინელმა ფანებმა კოსოვოს ნაკრების გასაღიზიანებლად, ტრიბუნაზე სერბეთის დროშა გამოფინეს და ამ ქვეყნის სახელის სკანდირება დაიწყეს, რის გამოც კოსოვოს ეროვნულმა გუნდმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვა და მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა.

სანამ ის და მისი თანაგუნდელები „ნაციონალ არენას“ დატოვებდნენ, კოსოვოს ნაკრების მცველმა ლუმბარდ დელოვამ რუმინელების პროვოკაციას ორთავიანი არწივის ჟესტიკულაციით უპასუხა, რომელიც კოსოვოსა და ალბანეთის სიმბოლოდ ითვლება. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მორტენ კროგმა კი კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მომხდარ ინციდენტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მატჩისას პოლიტიკური შინაარსის თემების წინ წამოწევას როგორც ფეხბურთელების, ასევე ქომაგების მხრიდან კატეგორიულად კრძალავს, მოსალოდნელია, რომ რუმინული მხარე უმკაცრესად დაისჯება, რაც მირჩა ლუჩესკუს გუნდისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რადგან ჯგუფის მოსაგებად სწორედ რუმინელები და კოსოვოელები იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკო მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა
ატლეტიკო მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა