გოგა ბითაძე
Aa
Aa

ორლანდოს ზედიზედ მე-5 მოგება - მეჯიქი არ ჩერდება

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ორლანდომ“ წარმატებული სვლა განაგრძო და საკუთარ დარბაზში ამჯერად „ფილადელფია“ (98:86) დაამარცხა. ეს „მეჯიქისითვის“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო და ამ მატჩამდე ჯამალ მოსლის მომზადებულმა გუნდმა „ნიუ ორლეანი“ (115:88), „ვაშინგტონ ვიზარდსი“ (121:94), „შარლოტ ჰორნეტსი“ (114:89) და „ინდიანა პეისერსი“ (94:90) დაამარცხა.

წინა მატჩებთან შედარებით ნაკლებად ეფექტური იყო ფლორიდელების ქართველი ლეგიონერი გოგა ბითაძე, რომელმაც 26 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გოგამ საშუალო დისტანციიდან ერთხელ ისროლა და ზუსტი აღმოჩნდა, პერიმეტიდან და საჯარიმო ხაზიდან კი არც ერთხელ არ უცდია ჩაგდება. ოთხი მოხსნიდან სამი დაცვაში, ერთი კი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, მეტოქის იერიში ერთხელ ჩაჭრა, ორი დაფარება ჰქონდა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

8 მოგებითა და 6 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „კლივლენდსა“ და „ბოსტონს“ ჩამორჩება. მომდევნო მატჩში „მეჯიქის“ მეტოქე „ფინიქს სანსი“ იქნება და თამაში სამშაბათს დილით, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვემბანიამას 50 - მამუს არ უთამაშია
ვემბანიამას 50 - მამუს არ უთამაშია