თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 17 ქულა - ვირტუსის მე-8 მარცხი

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაში „ვირტუსი“ წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. ბოლონიელებმა რეგულარული ეტაპის მე-10 ტურში საბერძნეთის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 5-ქულიანი სხვაობით, 77:82 დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელიამ 31 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ერთ კალათბურთელს, უილიამ კლაიბერს (18) ჩამორჩა. 33 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ხუთიდან ორი სამქულიანი, რვიდან სამი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო გამოიყენა. ექვსი მოხსნიდან თოკომ ექვსივე დაცვაში შეასრულა, ბურთი შვიდჯერ დაკარგა, მეტოქეს ერთხელ დაუფარა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

10 ტურის შემდეგ 2 მოგებითა და 8 წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზეა და უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ ბერლინის „ალბას“ მხოლოდ ქულების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. კვირას, 17 ნოემბერს, შენგელია და მისი თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონატში „სასარის“ უმასპინძლებენ, ევროლიგის მომდევნო ტურში კი „ფენერბაჰჩეს“ 20 ნოემბერს მიიღებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პანათინაიკოსის ვარიანტი ბოლო წუთებში ჩაიშალა“ - კახა შენგელია თოკოს ტრანსფერზე
„პანათინაიკოსის ვარიანტი ბოლო წუთებში ჩაიშალა“ - კახა შენგელია თოკოს ტრანსფერზე