პოლ პოგბა
Aa
Aa

იუვენტუსმა პოგბას კონტრაქტი გაუწყვიტა

ტურინის „იუვენტუსმა“ პოლ პოგბას კონტრაქტი გაუწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელშეკრულება 30 ნოემბრიდან აღარ იმოქმედებს და ეს გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმების საფუძველზეა მიღებული.

„პოლ პოგბას მის პროფესიონალურ კარიერაში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია „ბებერი ქალბატონის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოგბამ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში 4-წლიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. სასამართლომ პოგბას მხრიდან ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტი დაადგინა, თუმცა დისკვალიფიკაციის ვადა 18 თვემდე შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას უკვე 2025 წლის მარტში შეძლებს.

ცნობისთვის, პოგბა „იუვენტუსში“ 2022 წელს დაბრუნდა, თუმცა ტრავმების გამო 2022-23 წლების სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, 2023 წლის სეზონში კი პოგბას დოპინგის ტესტზე დადებითი პასუხი ამოუვიდა, რაც მოგვიანებით განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბა რუსეთში? - პოლს სამოყვარულო გუნდი ეპატიჟება
პოგბა რუსეთში? - პოლს სამოყვარულო გუნდი ეპატიჟება