ივიცა ოლიჩი
Aa
Aa

„ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ“ | რა თქვა ოლიჩმა საქართველოსთან მატჩზე

ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივიცა ოლიჩმა საქართველოსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 დათმო. ოლიჩის თქმით, ხორვატიამ აჩვენა, რომ მეტოქეზე უკეთესია და ყველაფერი განმეორებით თამაშში გადაწყდება.

„თავდაპირველი შოკის შემდეგ, ფეხბურთელებმა სათანადო რეაქცია სწრაფად მოახდინეს და მატჩს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში, სამი ცვლილება გავაკეთეთ და გოლის გატანა გვინდოდა. შანსები გვქონდა, მაგრამ 100-პროცენტიანი მომენტი არ მიგვიღია. კარგი შანსები გვქონდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მოწინააღმდეგე ტყდებოდა, მაგრამ შემდეგ წითელი ბარათი მივიღეთ და თამაშის სცენარი შემოტრიალდა.

ვიცოდით, რომ ეს მატჩი მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. არაფერი შეიცვლებოდა, 1:0 რომ მოგვეგო. ყველაფერი წინაა. მომეწონა რეაქცია, რომელიც წითელი ბარათის შემდეგ გამოვავლინეთ და გვჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. დავინახეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ და ეჭვი არ მეპარება, რომ რიეკაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

არ აქვს მნიშვნელობა მატჩი 1:0 მორჩა, 0:0 თუ 0:1, ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება. ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ და გამოჩნდა, რომ მეტი ხარისხი და შემადგენლობის სიღრმე გვაქვს. მჯერა, მიზანს მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ქალაქ რიეკაში 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს ბარსას უნდა, ხვალ პსჟ-ს მოუნდება, ზეგ - იუნაიტედს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე ხვიჩაზე
„დღეს ბარსას უნდა, ხვალ პსჟ-ს მოუნდება, ზეგ - იუნაიტედს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე ხვიჩაზე