საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა -  ტიტულის დაცვა გერმანელებთან მატჩით იწყება

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ხვალ, გერმანელებთან მეოთხედფინალური მატჩით დაიწყებს და კონტინენტის პირველობაზე ტიტულის ზედიზედ მეექვსედ დაცვას შეეცდება. მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა სამატჩო შემადგენლობა დღეს დაასახელა. არსებული რეგლამენტის თანახმად, განაცხადში ტურნირზე მყოფი ოცდაექვსივე მორაგბე უნდა იყოს. დასახელებულ შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეებიდან შვიდ მათგანს 18-წლამდე ნაკრებში დებიუტი ექნება, დანარჩენმა 19-მა კი გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშის გამოცდილება მიიღეს.

კონტინენტის პირველობას ჩეხეთი მასპინძლობს და საქართველო - გერმანიის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 1/4-ფინალის სხვა წყვილებში ესპანეთი ბელგიას, ნიდერლანდები რუმინეთს, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალები - 19, ფინალები კი 23 ნოემბერსაა ჩანიშნული.

26-კაციანი შემადგენლობა

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. დავით ბარბაქაძე (არმია); 24. ლუკა ნარსია (აია), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის