სტიპე უფრო მძიმეა | ოლივეირამ და ჩენდლერმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიებას „მედისონ სქუეარ გარდენი“ უმასპინძლებს და მისი მთავარი მოვლენა ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის საჩემპიონო დაპირისპირებაა. ღონისძიებამდე, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა და „მეინ ივენთს“ საფრთხე არ ემუქრება.
„ბოუნსმა“ 107.7 კილოგრამი დააფიქსირა, სტიპეს წონა კი 112.7 კილოგრამი გახლდათ. ტომ ასპინალმა, რომელიც აღნიშნული ჩხუბის დამზღვევი მებრძოლი იყო, 115.5 კილოგრამს იწონიდა.
The one and only! ????@JonnyBones hits the scale at 237.6lbs ahead of his first heavyweight title defense!
— UFC (@ufc) November 15, 2024
[ #UFC309 LIVE TOMORROW on @ESPNPlus PPV | 10pmET/7pmPT ] pic.twitter.com/MBKLKjQIff
მაიკლ ჩენდლერმა და ჩარლზ ოლივეირამ ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 70.5. პოლ კრეგი ბო ნიკალზე ოდნავ მძიმე აღმოჩნდა. კრეგი 84.3 კილოგრამს იწონის, ნიკალი - 84-ს. აღსანიშნავია, რომ მეინ ქარდის ერთმა მონაწილემ, ჯეიმს ლაიონტოპმა წონა 100 გრამის გამო ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირება ჩვენი დროით, 17 ნოემბერს გაიმართება და დაახლოებით, დილის 7-8 საათზე დაიწყება.