კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

თუ ანჩელოტი გადააყენეს... - ვინ იქნება რეალის დროებითი მწვრთნელი

თუ წარუმატებელი შედეგების გამო კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად გუნდს სეზონის ბოლომდე სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება.

65 წლის იტალიელი სპეციალისტი „ბარსელონასა“ და „მილანთან“ საშინაო მარცხების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ლა ლიგაში მადრიდელები მეორე ადგილზე არიან და „ბარსელონას“ 6 ქულით ჩამორჩებიან [ამასთან ერთად, რეალს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული], ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 4 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი მე-17 ადგილზე იმყოფება.

AS-ის ინფორმაციით, ანჩელოტის მომავალი სამეფო კლუბში კითხვის ქვეშაა, ხოლო მის დროებით შემცვლელად სანტიაგო სოლარი განიხილება. 

შეგახსენებთ, რომ სოლარი „რეალის“ ღირსებას 2000-2005 წლებში იცავდა, ხოლო კლუბის თავკაცის თანამდებობაზე 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „რეალმა“ 31 მატჩში 21 გამარჯვება იზეიმა, ორჯერ ფრედ ითამაშა და 8-ჯერ დამარცხდა. სოლარი „რეალიდან“ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ (1:4), ხოლო თასსა და ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

AS-ი ასევე წერს, რომ „რეალის“ დირექტორთა საბჭო სოლარის დროებით მწვრთნელად განიხილავს, ხოლო გუნდის მომავალ თავკაცად „ლევერკუზენის“ ამჟამინდელ დამრიგებელს, ხაბი ალონსოს მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიატოვიჩი: ანჩელოტი გუნდს ვეღარ აკონტროლებს
მიატოვიჩი: ანჩელოტი გუნდს ვეღარ აკონტროლებს