დავიდ ნერეში
Aa
Aa

კვარას თანაგუნდელი გაძარცვეს - საქმე უკვე გაიხსნა

„ნაპოლის“ ფეხბურთელები, რომლებიც ამ გუნდის შემადგენლობაში მაღალ დონეზე თამაშობენ, რაღა თქმა უნდა ადგილობრივების უდიდესი სიყვარულით სარგებლობენ. თუმცა, ბუნებრივია არიან კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც საერთოდ არ აქცევენ იმ დამსახურებას ყურადღებას, რაც ამა თუ იმ მოთამაშეს პარტენოპეის წინაშე მიუძღვის და მათ საკმაოდ ხშირად ძარცვავენ.

ბოროტმოქმედების მსხვერპლი ამჯერად დავიდ ნერეში გახდა. მაშინ, როდესაც ბრაზილიელი სახლში ბრუნდებოდა და საცობში იდგა, სამმა მძარცველმა უკანა კარის მინები ჩაუმსხვრიეს და იარაღის მუქარით 100 ათასი ევროს ღირებულების Patek Phiplippe-ის მარკის საათი წაართვეს. კამერების შემოწმებისა და სატელეფონო ზარების მოსმენის შემდეგ, სამართალდამცავემაი სამივე იმ პირის იდენტიფიკაცია და დაპატიმრება შეძლეს, რომელთაც ნერეში დააყაჩაღეს.

როგორც ნეაპოლის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქმის გახსნას ხელი ერთ-ერთ მძარცველთან მამამისის სატელეფონო ზარმა შეუწყო, რომელსაც სურდა შვილი გაეფრთხილებინა, რომ სამართდალდამცავები მას ეძებდნენ და სწორედ ამ ზარის წყალობით, 30 წლის ჯანლუკა კუომოს, 24 წლის ჯუზეპე ვიტალესა და 34 წლის ჯუზეპე ვეკიონეს ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს ბარსას უნდა, ხვალ პსჟ-ს მოუნდება, ზეგ - იუნაიტედს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე ხვიჩაზე
„დღეს ბარსას უნდა, ხვალ პსჟ-ს მოუნდება, ზეგ - იუნაიტედს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე ხვიჩაზე