ხორვატიასთან გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს თამაში უკვე წარსულია - ფეხბურთელების შეფასებები
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები მიხეილ მესხზე 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გავიდა, ხორვატმა მარკო სოლდომ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები გაბრიელ სიგუა, გიორგი აბუაშვილი, ოთარ მამაგეიშვილი და თორნიკე მორჩილაძე მედიას ესაუბრნენ.
ხორვატია - საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების საპასუხო შეხვედრა რიეკაში, 19 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.