რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„ვეცდებით საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“ - რამაზ სვანაძის კომენტარი

რამაზ სვანაძისთვის საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რიგით 28-ე მატჩი წარმატებული გამოდგა და მე-14 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატიის ასაკობრივი გუნდი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნეს.

თამაშის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე სვანაძემ მატჩი ტრადიციულად საინტერესოდ შეაფასა და მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

რამაზ სვანაძე

როგორც მოსალოდნელი იყო რთული თამაში გამოვიდა. ხარისხიან გუნდს ვეთამაშეთ, ველოდით კიდევაც რომ ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდებოდა და ასეც იქნება. საერთო ჯამში, მეორე ტაიმში კიდევ გატანა შეგვეძლო გატანა. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც თავდაპირველად არ იგეგმებოდა, მაგრამ პროცესში გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება.

საპასუხო მატჩში საბა ხვადაგიანი და ნოდარ ლომინაძე გვიბრუნდებიან და ჯერ ვერ ვისაუბრებ გამარჯვებულ შემადგენლობას შევცვლი თუ არა. რაც შეეხება ირაკლი აზაროვის მდგომარეობას, მისი დაზიანება პირველადი დაკვირვებით სერიოზული არ ჩანს, მაგრამ მაინც გამოკვლევის შედეგებს დაველოდებით.

შეცვლები თავიდან ბოლომდე შეტევის გაძლიერებისთვის იყო მიმართული. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო. საერთო ჯამში პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, თუნდაც გაბრიელ სიგუა ახალი დაბრუნებულია და სხვებიც და ამის ფონზე უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ისინი აკეთებენ.

სიგუა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა, საკმაოდ დიდი პაუზა ჰქონდა. რაც შეეხება კვერნაძეს, დღეს ის ძალიან კარგი იყო, მაგრამ მისგან კიდევ უფრო მეტს ველოდებით.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ქალაქ რიეკაში 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ“ - სანიოლის და კვეკვესკირის პრესკონფერენცია
„უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ“ - სანიოლის და კვეკვესკირის პრესკონფერენცია