გიორგი ტერაშვილი, ნინო ლოლაძე
Aa
Aa

22 წამში მოგებული ფინალი | ტერაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის ქალაქ პილაში ევროპის 23-წლამდე ძიუდოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ტატამიზე საქართველოს ნაკრების შვიდი წევრი გავიდა და მედალი სამმა მათგანმა დაისაკუთრა. ნინო ლოლაძე ვერცხლს დასჯერდა, თენგო ზირაქაშვილმა ბრინჯაო აიღო, ხოლო გიორგი ტერაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ტერაშვილმა პირველ შეხვედრაში ვლადისლავ კაზიმიროვს მოუგო, შემდეგ არტაკ ტოროსიანს სძლია და მატეია სტოსიჩის დამარცხებით ნახევარფინალში გავიდა. გიორგიმ ნახევარფინალში და ფინალში უნგრელები დაამარცხა. ჯერ არონ შაბოს მოუგო, შემდეგ კი ოქროს მედალი დანიელ შეგედისთან შეხვედრაში მოიპოვა და გასამარჯვებლად 32 წამი ეყო.

ლოლაძე ფინალში ფიდან ალიზადას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, აზერბაიჯანელი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ზირაქაშვილს რაც შეეხება, მან რეპეშაჟში პოლონელ კშიშტოფ კლიმკიევიჩს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, ხვალ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, საბა ქარდავა, მიხეილ ჯაფარიძე, ირაკლი დემეტრაშვილი, ნინო პაპიძე და კოტე კაპანაძე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი კვარას იანვარში ან ივნისში გაყიდის“ - გაეტანო ფედელე
„ნაპოლი კვარას იანვარში ან ივნისში გაყიდის“ - გაეტანო ფედელე