ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ზურიკოს რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბი აკვირდება- რას წერს TOPMercato

მიმდინარე სეზონში ფრანგული „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირი, საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა TopMercato წერს.

„ქართველი ფეხბურთელი მწვანეებმა ზაფხულში „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინეს და უკვე ეჭვგარეშეა, რომ ლიგა 1-ში დარჩენის საკითხში „სენტ-ეტიენი“ დიდწილად მასზე იქნება დამოკიდებული.

11 მატჩში 5 გოლისა და 2 ასისტის მიუხედავად ზურიკომ „ლიონთან“ მატჩი შედეგიანი ქმედების გარეშე დაასრულა, თუმცა მან უკვე მოიგო „მწვანეების“ გულშემატკივართა გულები. თუ ზურიკომ არჩეული ტემპი შეინარჩუნა, სეზონის დასრულების შემდეგ მისი შენარჩუნება რთული იქნება.

რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბი ზურიკოს დიდი ყურადღებით აკვირდება. ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად არჩეული დავითაშვილი, დიდი ალბათობით, ლიგა 1-ის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ დაგროვებული 10 ქულით „სენტ-ეტიენი“ სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა, ხოლო ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა.

ამჟამად ზურიკო საქართველოს ნაკრებთან ერთად უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ
მატჩებისთვის ემზადება, ხოლო „სენტ-ეტიენის“ რიგებში მომდევნო მატჩს 23 ნოემბერს „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინასთან დააკვირდებიან | ოთარ კიტეიშვილი თურქული კლუბის რადარზე
უკრაინასთან დააკვირდებიან | ოთარ კიტეიშვილი თურქული კლუბის რადარზე