ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დღეს ბარსას უნდა, ხვალ პსჟ-ს მოუნდება, ზეგ - იუნაიტედს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე ხვიჩაზე

„ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ბაიანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიის ნაკრების ექს-მოთამაშემ „კვარას“ მომავალზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.

„დღეს კვარაცხელიას გაფორმება ბარსელონას უნდა. ხვალ მისი გადაყვანა პარი სენ-ჟერმენს მოუნდება, ზეგ - მანჩესტერ იუნაიტედს. კვარაცხელია ტოპ დონის ფეხბურთელია და სიახლე არავისთვისაა, რომ ის ყველას მოსწონს. აუცილებლად გამოჩნდებიან კლუბები, რომლებიც მზად იქნებიან, მის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხა გადაიხადონ.

ზაფხულში, პარი სენ-ჟერმენმა მას ხელფასის სახით, 11 მილიონი ევრო შესთავაზა და მსგავსი რიცხვები ნაპოლის კანკალს აწყებინებს. იტალიაში, არავის შეუძლია, ფეხბურთელს ამხელა ანაზღაურება დაუნიშნოს. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებდი კვარაცხელიას შესანარჩუნებლად, მაგრამ ფინანსური ანგარიშების გადახედვა აუცილებელია“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, მაგრამ მხარეები საერთო ენას ვერ პოულობენ. იტალიურ პრესაში წერენ, რომ ხვიჩას აგენტები 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვენ, აურელიო დე ლაურენტისი კი დათმობებზე წასვლაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორი სპორტსმენი აღარაა, მისთვის სპორტად დალევა იქცა“ | ილია თოფურია
„კონორი სპორტსმენი აღარაა, მისთვის სპორტად დალევა იქცა“ | ილია თოფურია