შტურმიდან გერმანიის ბუნდესლიგაში - კიტეს გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი იცავს, მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ავსტრიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
47 წლის ილცერი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძლებს, სადაც „ჰოფენჰაიმს“ ჩაიბარებს. ილცერთან ერთად, „შტურმს“ დატოვებენ მისი ორი ასისტენტი - უვე ჰოლცლი და დომინიკ დოიჩლი, და ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო ანგელერი.
ილცერი შტურმს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და პირველ სეზონში გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა, მომდევნო ორ სეზონში ზედიზედ კი ჩემპიონი ტიტული მოაგებინა.
კლუბის დირექტორის, თომას ტებიხის განცხადებით, მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დროებით იურგენ ზაუმელი დაიკავებს, რომელიც „შტურმის“ დუბლებში მუშაობდა.
Unser Cheftrainer Christian #Ilzer wechselt mit sofortiger Wirkung zur @tsghoffenheim. Jürgen #Säumel übernimmt als Interimstrainer. #sturmgraz #inundaut
— SK Sturm Graz (@SKSturm) November 15, 2024
შეგახსენებთ, რომ წელს ილცერის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს.