სანდრო კალანდაძე
Aa
Aa

„ახლა ეს გუნდი ბუნდესლიგაშია“ - კალანდაძის სატრანსფერო ვარიანტები

ნოემბრის სანაკრებო შეკრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ საბა გოგლიჩიძე ორიდან მინიმუმ ერთ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებდა. თუმცა, „ემპოლის“ 20 წლის ცენტრალური მცველის ტრავმა, რომელიც მან სერია A-ს უკანასკნელ ტურში მიიღო, სერიოზული აღმოჩნდა და მის ნაცვლად სანდრო კალანდაძე გამოიძახეს. „დინამო თბილისის“ კაპიტნის შესახებ Crystalsport-თან ინტერვიუში მისმა აგენტმა ლაშა ოდილაძემ ისაუბრა.

რას ამბობს კალანდაძეზე

კალანდაძეს ჰქონდა გერმანიიდან ერთი გუნდის რეალური ვარიანტი, რომელიც მაშინ მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა, ახლა კი უმაღლესშია. სანდროს ესაუბრნენ მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი და გაურჩიეს საქართველო-ნორვეგიის ბათუმში გამართული მატჩი, სადაც მას ასპარეზობა მოუწია.

საბოლოოდ ეს ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან მეორე ბუნდესლიგის კლუბებს არც მაშინ და არც ახლა არ აქვთ იმხელა ფინანსური რესურსები, რომ „დინამო თბილისის“ მიერ წამყვან ფეხბურთელში მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. სანდრო ძლიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, წინ დიდი მომავალი ელის.

კალანდაძე „დინამო თბილისში“ 2020 წლიდან გამოდის და 60 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლია, საქართველოს ეროვნულ გუნდში კი თავის გამოჩენის საშუალება ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ ზივზივაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ
ბუდუ ზივზივაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ