Orlando Magic Daily: ბითაძე მეჯიქისთვის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა
ვებგვერდი Orlando Magic Daily გასულ ტურში „მეჯიქის“ ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის შედეგიან თამაშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პაოლო ბანკეროსა და ვენდელ კარტერის ტრავმების ფონზე ბითაძე „ორლანდოსთვის“ შეუცვლელ მოთამაშედ იქცა.
რას წერს გამოცემა:
ორლანდოში გადასვლის შემდეგ გოგა ბითაძე თავდაუზოგავად შრომობს. ის ყოველთვის მზადაა, გუნდის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენოს. როცა გუნდს ვენდელ კარტერი გამოაკლდა, გოგა ბითაძე შეუცვლელ მოთამაშედ იქცა.
ეს „ორლანდო“ ფიზიკური გუნდია, მათ არ ეშინიათ დაცვაში თამაშის და თუ „მეჯიქს“ სჭირდება უფრო კიდევ უფრო ფიზიკურად ძლიერი გუნდის რეპუტაცია, ბითაძე მზადაა, ეს შესთავაზოს. ის ასრულებს გუნდისთვის საჭირო ბინძურ სამუშაოს და ამას ყოველგვარი წუწუნის გარეშე აკეთებს.
ამ სეზონში გოგა საშუალოდ 7.6 ქულას და 6.8 მოხსნას აგროვებს. ძირითადში დაწყებულ 6 თამაშში, ტრავმის მოშუშების შემდეგ ის საშუალოდ 10.5 ქულას და 9.3 მოხსნას აგროვებს და სტაბილურად „უმიზნებს“ ორმაგ დუბლს. მეტიც, 6 თამაშში მას 10 ბლოკი დაუგროვდა და მისი მეტოქეები სამწამიანი ზონიდან ნასროლი ბურთების მხოლოდ 53,1%-ს აგდებენ. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ტრისტან და სილვას (44.8%), ჯონათან აიზეკს (47.6%) და ვენდელ კარტერს (50%) ჩამორჩება. ბითაძის უნარი, ფართან სწრაფად იმოქმედოს და ე.წ. „ალი-უფები“ ჩააგდოს, დიდი პლუსია „ორლანდოს“ მსგავსი გუნდისთვის.
სამწვრთნელო შტაბმა და გუნდმა ყოველთვის იცის, რომ ბითაძე გააკეთებს ყველაფერს, რასაც მოსთხოვენ. ის მზადაა, წარმატებაში თავისი წვლილი ყველა შესაძლო გზით შეიტანოს. შარშანაც ნათელი იყო, რომ ბითაძეს თამაში შეუძლია და რომ ის როტაციაში უნდა იყოს. ეს ისეთივე ნათელი იყო, როგორიც ახლაა. შესაბამისად, როდესაც კარტერი დაბრუნდება, „მეჯიქი“ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება“.
შეგახსენებთ, რომ „ორლანდომ“ „ინდიანა“ 94:90 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ბითაძეს მიუძღვის, რომელმაც 12 ქულის, 12 მოხსნისა და 1 ასისტის დაგროვებით წლევანდელ სეზონში ორმაგი დუბლი ბოლო 5 შეხვედრაში მესამედ შეასრულა.
7 მოგებითა და 6 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძე და მისი თანაგუნდელები 16 ნოემბერს, “ფილადელფიასთან” გამართავენ.