ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი
Aa
Aa

წლის ნომინანტები - ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაურეატები გამოავლინა

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის დასრულებისა და პრეზიდენტად ლერი ხაბელოვის კიდევ ერთი ვადით არჩევის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გასული წლის შედეგები შეაჯამა და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.

მთავარ ჯილდოს, საუკეთესო მამაკაც სპორტსმენს ერთპიროვნული გამარჯვებული არ ჰყოლია და პრიზი პარიზის ოლიმპიური თამაშების სამივე ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მიიღეს. ტალახაძემ მთავარი სპორტული ფორუმი ზედიზედ მესამედ, ბექაურმა ზედიზედ მეორედ, ხოლო პეტრიაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო.

საუკეთესო ქალი სპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელსაც პარიზის ოლიმპიადის პრიზიორობამდე მცირედი დააკლდა, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

სპორტის სათამაშო სახეობებში როგორც მოსალოდნელი გახლდათ ჯილდო საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმომადგენელს დარჩა - ოლიმპიურმა კომიტეტმა გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად კონტინენტის პირველობაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და ტურნირი ყველაზე მეტი სეივით დაასრულა. რამდენიმე თვის წინ კი ის „ლივერპულმა“ დაიმატა, რომელსაც „ვალენსიაში“ გატარებული ერთწლიანი საიჯარო პერიოდის შემდეგ შეუერთდება.

საუკეთესო მწვრთნელად ერთბაშად სამი სპეციალისტი, საქართველოს ძალოსნობის, თავისუფალი სტილით ჭიდაობისა და ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებლები, გიორგი ასანიძე, გიორგი იანტბელიძე და ლაშა გუჯეჯიანი აღიარეს. ასანიძის ხელმძღვანელობით ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ ლაშა ტალახაძე გახდა, იანტბელიძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში გენო პეტრიაშვილს, ხოლო გუჯეჯიანი ლაშა ბექაურს დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმების გამო თავი დავანებე, მაგრამ...“ - ტალახაძე სამომავლო გეგმებზე
„ტრავმების გამო თავი დავანებე, მაგრამ...“ - ტალახაძე სამომავლო გეგმებზე