იოზუა კიმიხი, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

კიმიხი: 2022-ის მუნდიალზე შევცდით, პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის

გერმანიის ნაკრების კაპიტანი იოზუა კიმიხი ამბობს, რომ ის დღეს თავისი და მთლიანად გუნდის საქციელს ნანობს. საქმე ეხება 2022 წლის მუნდიალზე პოლიტიკური ჟესტის გამოყენებას.

როგორც ცნობილია, შვიდი ევროპული ნაკრების კაპიტანი აპირებდა ტურნირის განმავლობაში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის სიმბოლო „OneLove“ სამკლავურები ეტარებინათ, რადგან კატარში ჰომოსექსუალიზმი უკანონოა.

მას შემდეგ, რაც FIFA-მ ასეთ ნაკრებებს განსხვავებული სამკლავურების ტარება აუკრძალა, გერმანელმა ფეხბურთელებმა მატჩის წინ ფოტოს გადაღების დროს პირზე ხელი აიფარეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.

„ზოგადად, ჩვენ ფეხბურთელებმა უნდა დავიცვათ კონკრეტული ღირებულებები, განსაკუთრებით, როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანმა. მაგრამ ჩვენი საქმე არ არის გამუდმებით პოლიტიკურად გამოვხატოთ საკუთარი თავი. შეხედეთ რაც მოხდა კატარში. ჩვენ იმიჯი დავკარგეთ, როგორც გუნდმა, ისე ერმა. ჩვენ არ უნდა გამოვთქვათ პოლიტიკური მოსაზრებები.

ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვგრძნობთ, რომ ჩვენც გვაქვს საკუთარი პრობლემები, ამიტომ იქნებ უკეთესია ამაზე ვფოკუსირდეთ. დასავლეთის ქვეყნები წარმოადგენენ შეხედულებებს, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეხედულებები უნდა იყოს უნივერსალური და ფაქტებზე დაყრდნობილი.

წარსულში ჩვენ ყველაფერს სწორად არ ვაკეთებდით. გვსურს დავიცვათ ღირებულებები, მაგრამ ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან კავშირში და ისინი არიან ექსპერტები. ეს მათი საქმეა. მე არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი.

ვისურვებდი, რომ იმ ბიჭებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 10 წლის შემდეგ გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე, კონკურენციაზე კონცენტრირდნენ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი მოვალეობაა, ნაკრებში გამოძახებისას მაქსიმუმი გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ვფასდებით შედეგების მიხედვით, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ“.

- ციტირებს კიმიხის სიტყვებს BBC.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს როგორ ვერ დაინახეს? ბასილაშვილს კობეს ჩელენჯერზე უსამართლოდ მოექცნენ
ეს როგორ ვერ დაინახეს? ბასილაშვილს კობეს ჩელენჯერზე უსამართლოდ მოექცნენ