ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ | ხორვატი მეკარე საქართველოსთან მატჩზე (U21)
Aa
Aa

ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ | ხორვატი მეკარე საქართველოსთან მატჩზე (U21)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ხორვატიასთან პირველ მატჩს „მიხეილ მესხზე’’ გამართავს. მატჩის წინ ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მეკარემ ნიკოლა ჩავლინამ, რომელიც „ოსიეკის'' ფეხბურთელია, ხორვატიის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

ნიკოლა ჩავლინა: „საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ და მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ისინი აქამდე შემთხვევით ვერ მოვიდოდნენ, მათ წარმატებას მიზეზი აქვს.  მეტოქის შეცდომები ჩვენს უპირატესობად უნდა ვაქციოთ, ვიპოვოთ სივრცეები, რაზეც ანალიზი გავაკეთეთ.

მწვრთნელის მოთხოვნებს უნდა გავყვეთ და მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობები არ მივცეთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომელიც ცოტას უშვებს და ასევე ცოტას იტანს. ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენი ხარისხი გამოჩნდება.’’

საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებების პირველი დაპირისპირება დღეს, 11 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე’’ 19:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ფინალური ეტაპი სლოვაკეთში შემდეგი წლის 11-28 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვეცდებით ჩვენი ქომაგები გავახაროთ“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
„ვეცდებით ჩვენი ქომაგები გავახაროთ“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია