ლერი ხაბელოვი
Aa
Aa

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი მეოთხე ვადით აირჩიეს

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო, საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართა.

საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი, 5-გზის მსოფლიოსა და 4-გზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი იყო.

დელეგატების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლით ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ასევე სესიასაზე სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და აღმასკომის წევრები აირჩიეს.

არჩევნებამდე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 35 წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, სადაც ასახული იყო დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია.

შეგახსენებთ, რომ ლერი ხაბელოვი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო, რომელიც 1992 წელს ბარსელონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ასევე ხუთჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს კი როგორც უკვე მოგახსენეთ, მეთორმეტე წელია სათავეში უდგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დადებითად შეაფასა
ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დადებითად შეაფასა