„აშკარა სამიზნეა“ - ჯუნტოლი საქმეშია და გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობს
ტურინის „იუვენტუსი“, რომ საბა გოგლიჩიძით ინტერესდება, ეს ახალი ამბავი არ არის. „ბებერი ქალბატონის“ დაინტერესება ნელ ნელა სულ უფრო სერიოზული ხდება. ამის შესახებ juvelive-ი წერს.
„იუვენტუსი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და კრისტიან ჯუნტოლი უკვე საქმეშია. კლუბი განსაკუთრებით აქტიურობს დაბალი ღირებულების იმედისმომცემ ფეხბურთელებზე. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ საბა გოგლიძის სანაცვლოდ კლუბი 7 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ჯუნტოლის აშკარა სამიზნე სწორედ გოგლიჩიძეა. 2004 წელს დაბადებული ქართველი მცველი, რობერტო დავრსეას ემპოლის მყარი დაცვის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. გუნდი ძალიან ცოტას უშვებს.
ბაზარზე მყოფი რიგი ექსპერტების ინფორმაციით, იუვე მზად არის ქართველში 7 მილიონი გადაიხადოს. მისი ტრანსფერი 2025/26 წლის სეზონზე იქნება გათვლილი“.
როგორც ჩანს, ჯუნტოლი კვარაცხელიას შემდეგ მეორე ქართველის ტრანსფერსაც უმიზნებს.
აქვე გეტყვით, რომ „ემპოლიმ“ გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ 450 000 ევროდ შეიძინა. ქართველის დებიუტი სერია A-ში 31 აგვისტოს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ შედგა. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 9 მატჩია.