მაურო იკარდი, გალათასარაი
Aa
Aa

გენდერული ნიშნით ძალადობა - ვანდა ნარამ იკარდის უჩივლა

ესპანური As-ის ცნობით, ვანდა ნარამ მაურო იკარდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე გენდერული ნიშნით ძალადობას ეხება.

ჟურნალისტმა ანხელ დე ბრიტომ América TV-ს ეთერში განაცხადა, რომ ვანდა ნარამ არგენტინაში ჩასვლის შემდეგ „გალათასარაის“ თავდამსხმელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. როგორც ირკვევა ფეხბურთელს ყოფილ მეგობარ გოგოსთან ჩხუბი მოუვიდა. ვანდა მაუროს გენდერული ნიშნით ძალადობაზე უჩივის. წყაროს თანახმად, მათ შორის ორი ჩხუბი მოხდა, რა დროსაც სახლში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

იკარდი უკვე ინფორმირებულია პრეტენზიების შესახებ და ბუენოს აირესის სამოქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს ჩვენებასაც მისცემს.

იკარდის ამჟამინდელი კლუბი „გალათასარაი“ ამ ინფორმაციას უარყოფს და ფეხბურთელის მიმართ არსებულ ბრალდებას არ ეთანხმება.

„ჩვენს ფეხბურთელ მაურო იკარდის შესახებ სპეკულაციები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ფეხბურთელი არგენტინაში სახლში ისვენებს.

გთხოვთ, ყურადღება არ მიაქციოთ ამ სიახლეს, რომელიც მიზნად ჩვენს სპორტსმენებზე ზეწოლას ისახავს“,

- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მაურო მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმას მკურნალობს. ის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა პარაგვაიში დამარცხა, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო
არგენტინა პარაგვაიში დამარცხა, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო