ეს როგორ ვერ დაინახეს? ბასილაშვილს კობეს ჩელენჯერზე უსამართლოდ მოექცნენ
11 ნოემბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიის ქალაქ კობეში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე კვალიფიკაციის ფინალში იაპონელ ჰიროკი მორიასთან სამ სეტში – 6:3, 5:7, 3:6 დამარცხდა.
მოგვიანებით ამ შეხვედრის ამსახველი კადრები გავრცელდა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველ ჩოგბურთელს აშკარად უსამართლოდ მოექცნენ. საუბარია კოშკის არბიტრზე და ასევე მეტოქეზეც.
ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ მეტოქის ფორჰენდი აუტშია და არბიტრი როგორღაც შეხებას აფიქსირებს. ბასილაშვილმა მსაჯთან კამათის შემდეგ სუპერვაიზერი 37-ჯერ მოითხოვა! საბოლოოდ, სუპერვაიზერი შემოვიდა, მაგრამ ამას შედეგი სამწუხაროდ არ მოჰყოლია.
ჰიროკი მორიამ კი, რომელმაც ბურთი აშკარად აუტში დაარტყა, მან არაფერი შეიმჩნია და მთელი ეს დრო ჩუმად იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილის უცხოელი გულშემატკივრები გამოექომაგნენ, რომლებმაც ხსენებული ვიდეო ნახეს, თუმცა ამას უკვე აზრი აღარ აქვს. გადაწყვეტილებას არავინ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს, ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო. 2021 წლის შემდეგ, ეს ქართველი ჩოგბურთელის პირველი ტიტულია, კარიერაში კი მე-6. უკანასკნელად მან 2021 წლის 21 აპრილს მიუნხენის ღია პირველობა მოიგო. სეულში გამარჯვებით კი 100 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა. ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზეა.