ჯონ ჯონსი, სტიპე მიოჩიჩი
Aa
Aa

„ჩემი შვილები აღარ ახსენო“ - ჯონსმა მიოჩიჩს ხელი არ ჩამოართვა

ნიუ-იორკში UFC 309-ის მთავარი მოვლენის მონაწილეებმა, ჯონ ჯონსმა და სტიპე მიოჩიჩმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის შემდეგ, მებრძოლებმა პირისპირ დგომი გამართეს. სტიპემ ჯონს ხელი გაუწოდა, თუმცა მან არ ჩამოართვა.

ამის შემდეგ ჯონსმა მიოჩიჩს უთხრა: „ჩემი შვილები აღარ ახსენო“, რაზეც მან უპასუხა: „შენი შვილები არასდროს მიხსენებია“.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირება ჩვენი დროით, 17 ნოემბერს გაიმართება. მათი ჩხუბი UFC 309-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ამ ბრძოლის დამზღვევი ტომ ასპინალი იქნება, რომელიც UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადესანია: ჯონსი მიოჩიჩს 2 რაუნდში დააფინიშებს
ადესანია: ჯონსი მიოჩიჩს 2 რაუნდში დააფინიშებს