მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ინციდენტი პირისპირ დგომის დროს - ტაისონმა პოლს სილა გააწნა

მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ჩხუბამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და დაძაბულობაც უფრო და უფრო იმატებს.

მეტოქეებმა წონის ჩაბარების შემდეგ, ბოლო პირისპირ დგომი გამართეს, რა დროსაც ტაისონმა პოლს სილა გააწნა.

View this post on Instagram

A post shared by Netflix US (@netflix)

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ ის 15 ნოემბრამდე გადაიდო. მიზეზი ის გახდა, რომ ტაისონს წყლული გაუმწვავდა.

ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული. ცნობისთვის, ჯეიკ პოლს ნეით რობინსონის, ბენ ასკრენის, ტაირონ ვუდლის, ანდერსონ სილვას, ტომი ფიურის, ნეით დიასის, ანდრე ოგუსტისა და რაიან ბურლანდის წინააღმდეგ უჩხუბია. მას ერთი მარცხი აქვს და ტომი ფიურიმ მოუგო.

რაც შეეხება ტაისონს, მან ბოლოს 2020 წელს, როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ იჩხუბა. მის ანგარიშზე 50 გამარჯვება და მხოლოდ 6 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა ვკვდებოდი“ | რა დაემართა მაიკ ტაისონს და რის გამო გადაიდო ჩხუბი
„მეგონა ვკვდებოდი“ | რა დაემართა მაიკ ტაისონს და რის გამო გადაიდო ჩხუბი