დენა უაითი, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„თუ ჯონს კიდევ ენდომება ჩხუბი, მაშინ...“ - დენა უაითის ულტიმატუმის ჯონსს

თუ ჯონ ჯონსი სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლის შემდეგ ჩხუბს კიდევ გეგმავს, მას მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვს - დროებითი ჩემპიონი, ტომ ასპინალი, - ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

თავად ჯონსს სურს, რომ ალექს პერეირას ებრძოლოს, თუმცა დენა უაითმა ეს ვარიანტი გამორიცხა.

„ჯონსი არ იჩხუბებს პერეირასთან, ეს ბრძოლა არ იქნება. პერეირამ საკმაოდ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია MMA-ში, მაგრამ ის მაინც კიკბოქსერია, რომლის უნარები ძალიან შორს არის ჯონ ჯონსისგან - თუ ჯონსს ამ ბრძოლის შემდეგ ჩხუბი კიდევ ენდომება, ის ასპინალს შეხვდება“. - თქვა უაითმა.

მანამდე ჯონსმა ტომ ასპინალთან ჩხუბის შესაძლებლობა გამორიცხა. „გულახდილი რომ ვიყო, ვფიქრობ, ტომი იმდენად ცუდი ტიპია, რომ მასთან საქმის დაჭერა არ მსურს. მისი ფანები ძალიან გამაღიზიანებლები არიან. ცხადია, რომ კარიერაში შორს ვერ წახვალ, როდესაც ფანებს შენზე ასეთი გავლენა აქვთ“, - თქვა ლეგენდარულმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირება 17 ნოემბერს გაიმართება. მათი ჩხუბი UFC 309-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ამ ბრძოლის დამზღვევი სწორედ ტომ ასპინალი იქნება, რომელიც UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადესანია: ჯონსი მიოჩიჩს 2 რაუნდში დააფინიშებს
ადესანია: ჯონსი მიოჩიჩს 2 რაუნდში დააფინიშებს