ლიონელ მესი, რაფინია, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

არგენტინა პარაგვაიში დამარცხა, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო

სამხრეთ ამერიკის ზონაში გამთენიისას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგებიც დაფიქსირდა.

პარაგვაიმ არგენტინას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბევრი მომენტიც ვიხილეთ. ანგარიში არგენტინელებმა გახსნეს. მე-11 წუთზე ენცო ფერნანდესის პასით ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

მე-19 წუთზე ველასკესის ჩაწოდების შედეგად, „ტორინოს“ ფორვარდმა ანტონიო სანაბრიამ დღის გოლი გაიტანა - ულამაზესი დარტყმა „მაკრატელას“ სტილში. ემილიანო მარტინესიც კი უძლური იყო.

47-ე წუთზე ოსკარ ალდერეტემ თავური დარტყმით პარაგვაი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, „ალბისელესტე“ უპირატესობას დაეუფლა და მომენტებიც შექმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ.

ლიონელ სკალონის გუნდი 22 ქულით ლიდერია. მათი დაწევის შანსი კოლუმბიას აქვს, თუ თავიანთ შეხვედრას ამაღამ ურუგვაიში მოიგებენ. პარაგვაი კი ამ სამი ქულით მუნდიალის ზონაში შევიდა და 16 ქულით მე-6 ადგილზეა.

თავისი მატჩი ჩაატარა ბრაზილიამ, რომელმაც ასევე მოულოდნელად ვენესუელაში ფრედ 1:1 ითამაშა.

„სელესაომ“ ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა. „ბარსელონას“ ლეგიონერმა რაფინიამ საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში სტარტზევე ტელასკო სეგოვიამ უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ბრაზილიას წინ გასვლა კვლავ შეეძლო, თუმცა 62-ე წუთზე ვინისიუსმა პენალტის გატანა ვერ შეძლო. 89-ე წუთზე მასპინძლებს ალექსანდრ გონსალესი გაუძევეს, თუმცა ამას მატჩზე დიდი გავლენა აღარ მოუხდენია.

ბრაზილია 17 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. ვენესუელა კი 12 ქულით მეშვიდეა და მუნდიალზე მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს.

ეკვადორი 4:0 ბოლივია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და გოგლიჩიძე Daily Mail-ის ტოპ 20-ში | სერია A-ს ვუნდერკინდები
კვარა და გოგლიჩიძე Daily Mail-ის ტოპ 20-ში | სერია A-ს ვუნდერკინდები