ილონ მასკი
Aa
Aa

ილონ მასკის სიძულვილის მანქანა | სანქტ-პაულმა X დატოვა

ილონ მასკის სოციალური ქსელი, X-ი შესაძლოა, რამდენიმე გერმანულმა კლუბმა დატოვოს. ავტორიტეტული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, ისინი აპირებენ, „სანქტ-პაულის“ მაგალითს მიბაძონ და რადიკალური ზომები მიიღონ.

„ილონ მასკმა სოციალური ქსელი X-ი სიძულვილის მანქანად აქცია. აქ, რასიზმი და შეთქმულების თეორიები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვრცელდება. შეურაცხყოფებსა და მუქარებს წარმოაჩენენ, როგორც თავისუფალ სიტყვას“, - ნათქვამია „სანქტ-პაულის“ განცხადებაში.

BILD-ი სხვა კლუბებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ „ლევერკუზენი“ აღნიშნულ საკითხს დეტალურად სწავლობს. „ფარმაცევტები“ კვლევას ატარებენ და თუ დადასტურდება, რომ X-ის ალგორითმებში ხელოვნური ჩარევა ხდება, სოციალურ ქსელს ისინიც დატოვებენ.

X-ისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს „ვოლფსბურგსაც“. „ჰანოვერი“ სიტუაციას აკვირდება და მოვლენების განვითარებას ელოდებიან „შტუტგარტი“, „აუგსბურგი“, „ჰოფენჰაიმი“, „ლაიფციგი“ და „ვერდერი“. „გლადბახი“ და „კიოლნი“ სოციალური ქსელის დატოვებას არ აპირებენ, სხვა კლუბების პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზამთარში გამორიცხულია | ახალი ინფორმაცია კვარაცხელიას მომავალზე
ზამთარში გამორიცხულია | ახალი ინფორმაცია კვარაცხელიას მომავალზე