ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ზამთარში გამორიცხულია | ახალი ინფორმაცია კვარაცხელიას მომავალზე

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ რადარებზე იმყოფება.

ცნობილმა გამოცემამ დაადასტურა, რომ „კვარას“ წარმომადგენლებსა და „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს შორის კონტაქტი შედგა და კატალონიელების ინტერესი სერიოზულია. პსჟ-ს რაც შეეხება, პარიზული გრანდის თავკაცს, ლუის ენრიკეს ხვიჩას კანდიდატურა ძალიან მოსწონს.

კვარაცხელიას მომავალზე ავტორიტეტულმა ჟურნალისტებმა, ნიკოლო შირამ და ლუკა მარკეტიმაც ისაუბრეს. „ამ მომენტისთვის, ბარსელონა ახალი ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობს და კვარაცხელია მის სიაშია. ნაპოლისთან ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი გადაწყვეტილი კვლავ არაა“, - აცხადებს შირა.

„ბარსელონას წარმომადგენლებსა და მამუკა ჯუღელს შორის შეხვედრა გაიმართა, მაგრამ თუ ესპანურ კლუბს კვარას გაფორმება მართლა უნდა, ნაპოლის უნდა დაუკავშირდეს. მესმის, აგენტს რატომ მიმართეს, მაგრამ ფასს აურელიო დე ლაურენტისი ადგენს. იანვარში, ხვიჩას ტრანსფერი შეუძლებელია და პარტენოპეი ამაზე არც დაფიქრდება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას რაც შეეხება, ყველაფერი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე იქნება დამოკიდებული. მთავარი პრობლემა გამოსასყიდი თანხის პუნქტია. ჯუღელი 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რადგან ბარსასთან ლაპარაკის შემდეგ, გაირკვა, რომ ბლაუგრანა სწორედ ამდენის დახარჯვაზეა თანახმა“, - ამბობს ლუკა მარკეტი.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის, გამოსასყიდი პუნქტის გარდა, ხელფასის საკითხზეც ვერ ხდება შეთანხმება. იტალიურ პრესაში წერენ, რომ ხვიჩას აგენტები 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვენ, აურელიო დე ლაურენტისი კი დათმობებზე წასვლაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიაც იყო წარდგენილი | ვინ გახდა სერია A-ს ოქტომბრის MVP?
კვარაცხელიაც იყო წარდგენილი | ვინ გახდა სერია A-ს ოქტომბრის MVP?