ივიცა ოლიჩი
Aa
Aa

„მეტოქე შევისწავლეთ, მზად ვართ“ | ივიცა ოლიჩის კომენტარი

ხორვატიის 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივიცა ოლიჩმა საქართველოსთან, ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეიოფის ეგიდით გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ოლიჩმა განაცხადა, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დიდ პატივს სცემს და მეტოქე დეტალურად შეისწავლა.

„ხვალინდელი შეხვედრა მხოლოდ პირველი ტაიმია, რადგან საქართველოსთან ორმატჩიანი დუელი გვაქვს. პირველ თამაშში არაფერი გადაწყდება, რადგან ხორვატიაში განმეორებითი შეხვედრა უნდა გავმართოთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ტრავმირებული ფეხბურთელების ჩანაცვლების შემდეგ, ყველა საჭირო ვარჯიში ჩავატარეთ და ამ მომენტისთვის, ჯანმრთელობის პრობლემები არც ერთ მოთამაშეს აწუხებს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დეტალურად შევისწავლეთ. ვიდეო ანალიზის ჩასატარებლად დიდი დრო გვქონდა და ძალიან კარგად ვართ მომზადებული. მჯერა, ამ ძალიან კარგ მოედანზე, რომელიც შესანიშნავ კონდიციებშია, ხარისხიან მატჩს ჩავატარებთ და საშინაო შეხვედრის წინ, მდგომარეობას ოდნავ გავიმარტივებთ.

საქართველოს ძალიან ხარისხიანი ნაკრები ჰყავს. მათ დიდ პატივს ვცემთ და ვვარაუდობთ, რომ რთული შეხვედრა გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვავლენთ და კარგ მატჩს ჩავატარებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებების მატჩი თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვესაუბრე აზაროვს და გოჩოლეიშვილს...“ - სუდაკოვი საქართველოსთან მატჩზე
„ვესაუბრე აზაროვს და გოჩოლეიშვილს...“ - სუდაკოვი საქართველოსთან მატჩზე