რუსლან მალინოვსკი
Aa
Aa

„რთული მატჩები გველოდება, განსაკუთრებით ალბანეთთან“ | რუსლან მალინოვსკი

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, რუსლან მალინოვსკიმ, რომელიც ერთა ლიგის მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს, მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა. „ლურჯ-ყვითლები“ საქართველოსა და ალბანეთს დაუპირისპირდებიან და მალინოვსკის თქმით, უკრაინას რთული თამაშები ელოდება.

„საქართველოსა და ალბანეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრები გველოდება. განსაკუთრებით, ალბანეთთან. ალბათ, ნახეთ, რომ მათ ახალი სტადიონი აქვთ, სადაც გიჟური ატმოსფეროა. ჯიმსიტის ველაპარაკე და საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარება, რაც ჩვენთვის კარგი სიახლეა, თუმცა, ორივე მატჩი ძალიან ძნელი იქნება.

საქართველოს ნაკრებთან გამართულ პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან, თუმცა, მათი შეცდომები კარგად გამოვიყენეთ. საკუთარ კედლებში მოთამაშე ჯვაროსნები ბევრს შეგვიტევენ, რის გამოც, დაცვაში საიმედოდ თამაშია საჭირო. ამ მომენტისთვის, საქართველო კარგ დონეზე იმყოფება და რთული მატჩი გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასიამოვნო აღმოჩენა“ | Pianetaempoli-ის სტატია საბა გოგლიჩიძეზე
„სასიამოვნო აღმოჩენა“ | Pianetaempoli-ის სტატია საბა გოგლიჩიძეზე