ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს“ | ოლივეირას რჩევა თოფურიას

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ჩარლზ ოლივეირას ილია თოფურიაზე შეკითხვა მედია დღის მიმდინარეობის დროსაც დაუსვეს. „დუ ბრონქსი“ „ელ მატადორის“ მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლის იდეას გამოეხმაურა და ილიას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ილია რთული მეტოქეა. ის არის მებრძოლი, რომელიც საკუთარ სიტყვებს ქმედებებით ამყარებს. როცა მებრძოლები ჩემპიონები ხდებიან, მაღალ ან დაბალ დივიზიონებში გადასვლასა და ახალი გამოწვევების მიღებაზე ფიქრობენ, მაგრამ ჩემი აზრით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა მსუბუქ წონით დივიზიონში გადადიხარ.

ძალიან ძნელი დივიზიონი გვაქვს და თოფურიას სიფრთხილე ამიტომ ესაჭიროება. თუმცა, ვფიქრობ, ილია ძალიან ძლიერი და სახიფათო მებრძოლია“.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში, ოლივეირას თოფურიაზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს და „დუ ბრონქსმა“ ილიას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მან „ელ მატადორს“ სრულყოფილი მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ კარგი შანსი აქვს, წარმატებულ გზაზე სიარული გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სასიამოვნო აღმოჩენა“ | Pianetaempoli-ის სტატია საბა გოგლიჩიძეზე
„სასიამოვნო აღმოჩენა“ | Pianetaempoli-ის სტატია საბა გოგლიჩიძეზე